12 ივლისიდან, თელავში, 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებს 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს.
12 ივლისიდან, თელავში, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყება 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებენ: საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს 12 ივლისს, 16:30 წუთზე, იტალიის წინააღმდეგ.
ჩემპიონატი 20 ივლისამდე გაგრძელდება და მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
აღსანიშნავია, რომ 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიენიჭა 2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.