კამპანიის “არა ნარკოტიკს” ფარგლებში, წინანდალში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომლის მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ორგანიზატორი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.
ტურნირი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირადად დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების შვიდმა გუნდმა, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები და მედლები. აღსანიშნავია, რომ მინი ფეხბურთის მატჩი დასრულდა წინანდლის გუნდის გამარჯვებით, რომელიც ითამაშებს კახეთის პირველობაზე.