თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, N8 ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ნოკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო, 390-მეტრიან გზის მონაკვეთზე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და ქუჩის მიერთებები.
სამუშაოების ღირებულება შეადგენს 232 800 ლარს და ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.