თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპექტაკლი – “ფანჯარა მარადისობაში” წარადგინეს.

დღეს, თელავის თეატრში, გაიმართა სპექტაკლის ჩვენება, რომელიც დადგეს მერაბ კოსტავას სახელობის თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და რომელიც ეხება ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ხოლო სპექტაკლის სახელწოდებაა – “ფანჯარა მარადისობაში.”
ნანა კევლიშვილის სცენარითა და ეკატერინე გიგიტელაშვილის რეჟისურით დადგმულ სპექტაკლში – “ფანჯარა მარადისობაში,” სკოლის მოსწავლეებმა, გააცოცხლეს ნიკო ფიროსმანის გმირები.
სპექტაკლს ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სასკოლო საზოგადოება.