ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა.

დღეს, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, გაიმართა საგანმანათლებლო ხასიათის, დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „მოჭირნახულე ერისა – ილია ჭავჭავაძე.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე.
ფილმი, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, შეიქმნა ნინო რეხვიაშვილის სცენარითა და ავტორობით.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.