დავით კვინიკაძე, კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტით, კახეთის რეგიონს, მოადგილეებთან ერთად ეწვია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე. ვიზიტის ფარგლებში, დირექტორმა შეხვედრა გამართა კახეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე და დასრულების ფაზაში მყოფი წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს მიმდინარე სამუშაოების პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას.
შეხვედრა გაიმართა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც კახეთის რეგიონში მუშაოებსნ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებმა გააცნეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და იმსჯელეს სამშენებლო პროცესში არსებულ გამოწვევებზე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, იგი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ პირობებს და ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს.