კურდღელაურში N5 ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, დასრულების ეტაპზეა N5 ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარის მეორე ფენა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საცხოვრებელი სახლების ეზოებში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 178 000 ლარს.