23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს, ყვარელში, აჩუქე წიგნი – კამპანიაში ჩაერთო სსიპ ყვარლის #2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები. აღსანიშნავია, რომ წიგნები ერთმანეთს აჩუქეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა.
“წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საჩუქრად გადავეცი წიგნები. ვესაუბრე ლიტერატურისა და განათლების მნიშვნელობაზე,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.