დღეს, ყვარელში, მდინარე შოროხევის ხეობაში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 600 გრძივ მეტრზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის თავიდან აცილება.
შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, დაგეგმილია მდინარეების – დურუჯის, ავანისხევის, შოროხევისა და ინწობის ხეობებში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 167 120 ლარს.