დღეს, მდინარე დურუჯის ხეობაში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე დურუჯის ხეობაში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, 1140 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია მდინარეების – დურუჯის, ავანისხევის, შოროხევისა და ინწობის ხეობებში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 167 120 ლარს.