სოფელ ვარდისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ვარდისუბანში დასრულდა შიდა საუბნო გზის (სამების უბანი) რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სანიაღვრეები და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.
პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 277 000 ლარი.