თელავში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავში დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე სისტემა.
პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 796 ლარის ოდენობით.