თელავის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
“თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახური გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!” – ნათქვამია ინფორმაციაში.