დღეს, თელავში, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს ჭადრის ქუჩიდან თამარის ქუჩამდე მანძილს, რეაბილიტაციის ფარგლებში, 389 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება უკვე დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მოეწყობა ასფალტის ორფენიანი საფარი.