31 დეკემბერს, ყვარელში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საახალწლო კონცერტი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება 22:00 საათზე და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას მიულოცავს ახალ წელს. საახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდება 23:00 საათამდე, ხოლო 23:00 – ზე ღონისძიებას დაასრულებს ფოიერვერკი.
“მობრძანდით, ერთად შევეგებოთ ახალი 2025 წლის დადგომას!” – ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.