მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

თელავში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ კომპიუტერები, რომლის დაფინანსებაც მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის მეშვეობით.
დღეს, აღნიშნული პროგრამით შერჩეულ სკოლის მოსწავლეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი შეხვდნენ, საჩუქრები გადასცეს და მიულოცეს დამდეგი დღესასწაულები.
შეგახსენებთ, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, 48 ოჯახს გადაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ჰუმანიტარული ამანათები.