თელავში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩის მონაკვეთზე, თამარის ქუჩიდან შალვა დავითაშვილის ქუჩის კვეთამდე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე მიმდინარეობს, შეადგენს 418 მეტრს. გზის რეაბილიტაცია გარდა ასფალტის საფარის განახლებისა, მოიცავს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 288 000 ლარი.