მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, თელავმა ტრადიციულად უმასპინძლა სახალხო დღესასწაულს – ერეკლეობას.
მეფის სასახლეში გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია, ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში.
ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, საგამოფენო ისტორიული პავილიონები, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული კუთხეები. მუსიკალური ნომრები შესრულდა ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად, დააჯილდოვა საპატიო თელაველები.
ღონისძიების დასასრულს ჩატარდა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული კვარტეტი „ოთხის“, ზუკა ხუციშვილსა და მისი ბენდის კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.