თელავში კავკასიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავში, კავკასიონის ქუჩის მონაკვეთზე, აღმაშენებლის ქუჩიდან ვახტანგ სეხნიაშვილის სახელობის ქუჩამდე,  რომელის სიგრძეც 561 მეტს შეადგენს, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება, ამასთან, გაკეთდება სანიაღვრე სისტემა და გზის მარჯვენა მხარეს საფეხმავლო გზა, ბეტონის ბორდიურებით.
პროექტის ღირებულება 648 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიონის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდება 2025 წლის პირველ მონაკვეთში.