თელავმა, წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა ძაღლების საერთაშორისო გამოფენას.
გამოფენა, რომელიც გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში, გაიმართა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სადაც საქართველოდან, ევროპისა და აზიის 7 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა 550 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი.
ქართველ კინოლოგებთან ერთად, ძაღლებს აფასებდნენ ესპანეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან მოწვეული მწვრთნელები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძაღლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თელავს ესტუმრა ათასობით ვიზიტორი.