თელავმა ყოველწლიურ ჭაჭის ფესტივალს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა მიიღო კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტმა.
დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო პავილიონები და ფესტივალზე მოსულ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ როგორც ტრადიციული კახური კერძებით, ასევე, ღვინითა და ჭაჭით.
ფესტივალის დასასრულს, გაიმართა თეატრალური წარმოდგენა – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს.”
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლები, დაჯილდოვდნენ ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ფესტივალის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის, გადაეცათ მადლობის სიგელები.