თელავში სოციალურად დაუცველი ოჯახების დაფინანსება დაიწყო

დაიწყო ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა დაფინანსება, რომელიც ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფის მიზნით, ერთჯერად დაფინანსებას ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რეგისტრირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება გაგრძელდება წლის ბოლომდე.
სოციალური პროგრამის ჯამური ბიუჯეტია 300 000 ლარი და ბენეფიციართა მომართვიანობის საფუძველზე, 16 ოქტომბრის ჩათვლით, უკვე დაფინანსდა 963 ოჯახი – 96 300 ლარით.