სოფელ კურდღელაურში გარე განათების ქსელი მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების ქსელი მოეწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, სასურველი პროექტის განხორციელება შეარჩია კენჭისყრის პრინციპით.
აღსანიშნავია, რომ სოფელ კურდღელაურში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იყალთოში, ჯუღაანში, ფშაველსა და ნაფარეულში.