დღეს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად.
ირაკლი კობახიძე ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, “აისის” პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა “საქპატენტის” გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და გაესაუბრა მოსახლეობას.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა პირადად მიიღო მონაწილეობა ჩურჩხელის ამოვლებაში.
ფესტივალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.