დღეს თეთრწყლების მოსახლეობა 300 არაგველის სახელობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, თელავის მაღალმთიან სოფელ თეთრწყლებში, 300 არაგველობა აღინიშნა, რასაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი დაესწრო და თეთრწყლების მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობასა და ტრადიციულ დოღში, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე, თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ახალგაზრდა სპორტსმენებმა. 
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელში, ახლადაშენებულ 300 არაგველის სახელობის ეკლესიასთან, ადგილობრივებმა ჯვარი აღმართეს.