თელავში, აღმაშენებლის შესახვევში მდებარე მე-3 კორპუსის ეზოში დასრულდა მოასფალტების სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მისამართზე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულდა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, #1, #5 და #7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში.