კახეთის ინოვაციური ბანაკი 2024 – ტექნოლოგიური მომავლისთვის იწყება.
რეგიონული ტექნოპარკები ახალგაზრდებს იწვევენ სადღეღამისო ბანაკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 50 ნიჭიერი სტუდენტი კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.
ბანაკის თემატიკა იქნება:
ლექცია-სემინარები და ვორქშოპები;
წარმატებული სტარტაპების ისტორიები;
პრაქტიკული სამუშაო მენტორებთან;
ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის გაცნობა.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად:
აგრო ტექნოლოგიები;
სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.
პროექტის მიზანია სტუდენტების დაინტერესება სტარტაპებით, ქსელის შექმნა და GITA-ს პროგრამების გაცნობა.
ბანაკი ხორციელდება თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებითა და ქლევერტონის ორგანიზებით.