თელავში, აღმაშენებლის შესახვევში მდებარე მე-7 კორპუსის ეზოში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, მოასფალტება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოწყობილია ბორდიურები და ტროტუარი. დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
აღსანიშნავია, რომ კორპუსის მიმდებარედ ეწყობა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმაშენებლის შესახვევსა და ალაზნის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებს. ბილიკის პარალელურად მოწყობილია სანიაღვრე სისტემაც.