თელავში კიკბოქსინგის ტურნირი ჩატარდა

4 აგვისტოს, თელავში კიკბოქსინგის ტურნირი ჩატარდა. თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით,  ტურნირში მონაწილეობდა 22 გუნდი. გაიმართა 27 საჩემპიონო ბრძოლა “ჩემპიონის ქამარის” მოსაპოვებლად.
საქართველოს პირველი ნომერი კიკბოქსიორი, ა.ა.ი.პ თელავის კიკბოქსინგის კლუბ “ჯორჯიას” სპორტსმენებმა მოიპოვეს.
საჩემპიონო ქამრების მფლობელები გახდნენ: ლუკა სისაური, გიორგი ბუცხრიკიძე, შორენა ვაჭრიძე, ზურა კაკრიაძე.
ტურნირის ორგანიზატორი იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია, ბ-ნ ლაშა ჭურაძე, თელავის კიკბოქსინგის კლუბი “ჯორჯია” ბ-ნ ვანო ათამაშვილი, ხოლო კლუბის სპონსორია  ბ-ნ მამუკა კირვალიძე.