წინანდალში 23-ე ქუჩის ნაწილისა და 34-ე ქუჩის მოასფალტება დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინანდალში დასრულდა 23-ე ქუჩის ნაწილისა და 34-ე ქუჩის მოასფალტება.
ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო 832მ სიგრძის გზაზე და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის ღირებულებამაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.