თელავში ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, ერეკლე II-ს გამზირზე, #6, #8 და #10, მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ლესვისა და სამღებრო სამუშაოები.
შეკეთდა და შეიცვალა დაზიანებული არქიტექტურული ელემენტები ისე, რომ შენობის პირვანდელი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალური ნაწილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის.