14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, სოფელ ვარდისუბანში მძიმე და ღრმად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბენეფიციარები მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრის და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებაც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბავშვთა სახლის წარმომადგენლებმა, ერთად იმსჯელეს დაწესებულების განვითარებაზე, აგრეთვე, ბენეფიციარების სხვადასხვა აქტივობობეში ჩართულობასა და მათ ადაპტირებაზე.