სოფელ იყალთოში 375მ სიგრძის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ იყალთოში სკოლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც დღეს ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სოფელ იყალთოში 375მ სიგრძის გზის კეთილმოწყობა დაიგეგმა, გარდა ამისა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.