თესაუში ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია გაიმართა

დღეს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით, ყოველწლიური ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია გაიმართა.

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო დღე ყოველი წლის 17 მაისს აღინიშნება და მას საქართველო უკვე მეშვიდედ უერთდება.

აღნიშნული კამპანიის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის განვითარების, მისი რისკების, პრევენციის, გამოვლენის, შეფასების და მართვის შესახებ.

მომატებული არტერიული წნევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და სიკვდილიანობის ძირითადი, ხოლო ინვალიდობის მესამე უმთავრესი მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ჰიპერტენზიის პრევენციის და მართვის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჯანდაცვის პროფესიონალების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერება.