დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა პნევმატიკური თოფიდან 10-მეტრზე სროლაში 251.5 ქულა დააგროვა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
ლადო ჭინჭარაული კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას განაგრძობს. გარდა ამისა, შეჯიბრებაზე ქართველი პარასპორტსმენი ცეცხლსასროლ დისციპლინაშიც გამოვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 გარანტირებული ლიცენზია აქვს, რაც უკვე ისტორიული შედეგია.