სოფელ კურდღელაურში მე-16 და გოძიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურდღელაურში, მე-16 და გოძიაშვილის ქუჩებზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.

მერიის ცნობით, დღეს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება სწორედ აღნიშნულ ქუჩებზე მიმდინარეობს.