PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, jobs.ge-ზე ჯამში 7,884 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2024 წლის აპრილში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიათა რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.
გასული ექვსი თვის განმავლობაში, შესაბამისად 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, jobs.ge-ზე 41,187 ვაკანსია გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემი, 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.4%-ითაა გაზრდილი.
მიუხედავად ამისა, შენელდა 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილამდე jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების წლიური ზრდა. გასული ექვსი თვის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 7.4% შეადგინა, რაც 11.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022-2023 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ გასულ ორ წელიწადში, jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა პირველად 2023 წლის დეკემბერში შემცირდა. დეკემბრის 2%-იანი ვარდნის შემდეგ, პორტალზე ვაკანსიების რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. დეკემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი თვიური ზრდა სწორედ აპრილის თვეში დაფიქსირდა – 22%.
წყარო: Forbes Georgia