მოსახლეობის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, 1 ივნისიდან თელავში, კაფე „პიატო“ დაიწყებს მუშაობას. „პიატო“ თავის პირვანდელ, ბიბლუსის სივრცეს დაუბრუნდება, რომელიც მდებარეობს ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე.
„პიატო“ მომხმარებელს უგემრიელესი იტალიური კერძებით უმასპინძლებს და ბევრი საინტერესო სიახლით დახვდება.