22-დან 27 მაისამდე თელავში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გამო, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

მრიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შემდეგი გრაფიკით შეიზღუდება:

დღეს, 22 მაისს, 20:00-დან, 26 მაისის ქუჩიდან-იუსტიციის სახლამდე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

24-27 მაისს თელავის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერეკლე II-ის გამზირის ნაცვლად, ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს.

საავტომობილო გადაადგილება 27 მაისს, 08:00-ზე აღდგება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.