თელავში ოჯახის წევრებთან ერთად კახეთის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებოდნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის კოორდინირებითა და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით თელავში, ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბურად აღინიშნა.

ღვთისმშობლის ეკლესიიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. შეკრებილ მოსახლეობას სასულიერო პირებმა, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.

თელავში გამართულ მოსახლეობის მსვლელობას, ოჯახის წევრებთან ერთად, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.