თელავში მცხოვრებმა სალომე გრემელაშვილმა საყვარელი საქმე, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ჰობი იყო, წარმატებულ ბიზნესად აქცია. ხელოვანი თავდაპირველად ამზადებდა თმისსამაგრებს, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა საზოგადოების მხრიდან.
უფრო მოგვიანებით კი, ახალგაზრდა მეწარმეს გაუჩნდა იდეა, პოლიმერული თიხიგან შექმნილი ფერადი ყვავილები და სხვადასხვა ფიგურები გადაეტანა კერამიკის ჭურჭელზე.
pr-mc.ge – თან საუბარაში სალომე გრემელაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საქმიანობის გაფართოვებას და სახელოსნოს გახსნას, სადაც აღნიშნული საქმით დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა.
„საქმიანობა დავიწყე 4 წლის წინ უბრალოდ ჩემთვის, რადგან მიყვარს ხელოვნება და ყველაფერი, რაც მასთან არის კავშირში. მაგრამ როდესაც საზოგადოების მხრიდან წამოვიდა ინიციტიავია და მოთხოვნა ნამუშევრების შეძენის კუთხით გამიჩნდა იდეა, გავმხდარიყავი მეწარმე და მომეხდინა ნამუშევრების რეალიზაცია,“–განაცხადა სალომე გრემელაშვილმა.
მუშაობის პროცესში სალომე ფერებს საკუთარი აღქმით და გემოვნებით არჩევს, რაც მის მიერ შექმნილ ნივთებს, ანიჭებს უნიკალურ, ინდივიდუალურ ხელწერას.