დღეს, წინანდალში, თელაველი ღვაწლმოსილი მუსიკის პედაგოგის, ქალბატონი ნუნუ მაისურაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართა.
ნუნუ მაისურაძე 52 წელია, წინანდლის სამუსიკო სკოლას ხელმძღვანელობს და ემსახურება. მას არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი და მისი წვლილი განუზომელია როგორც მშობლიური სოფლის, ისე მუნიციპალიტეტის მუსიკალური, კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნუნუ მაისურაძეს საიუბილეო თარიღი კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.
მერიის ცნობით, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ნიკოლოზ მეტრეველთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.