თელაველმა სპორტსმენებმა სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სლოვაკეთში გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატზე თელაველმა სპორტსმენებმა ცოტნე ქააძე და დავით გიგოლაშვილმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

მერიის ცნობით, ცოტნე ქააძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო დავით გიგოლაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.