სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, სიღნაღში ადგილობრივი გიდის სასერთიფიკატო კურსი იწყება.
სასწავლო კურსის მიზანია ადგილობრივი გიდის მომზადება/გადამზადება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურულ და საერთოდ, ტურისტულ რესურსებთან დაკავშირებით, სწორი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება.
მერიის ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 მაისი.
20 – 27 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდება ადგილობრივი ტურისტული გიდის სასერტიფიკატო კურსი, მსურველბმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე.