თელავის მუნიციპალიტეტი საგრანტო კონკურსში შეირჩა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა.

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, საპროექტო წინადადებები ითვალისწინებს ივანე მაჩაბელისა და ვატიას ქუჩებზე სარეაბილირაციო სამუშაოების განხორციელებას.

გარდა ამისა, საკრებულომ მერს მისცა თანხმობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალისგან თელავის მუნიციპალიტეტის სახელით გრანტი მიიღოს.

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის გამოცხადდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის საგრანტო კონკურსი, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტიც შეირჩა.

უწყების ცნობით, 4 წლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობაა, რომელსაც გრანტების გამოყოფის, ტრენინგების ჩატარების, შემოქმედებითი სივრცეების შექმნისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განახორციელებს.