დღეს, თელავში, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფეინთბოლის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა.
ფეინთობოლი ტურნირი დასრულდა შედეგით:
III ადგილი – “თე სა უ – I”;
II ადგილი – “მონადირეები”;
I ადგილი – “თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი – II” (ახალგაზრდების გუნ
ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.
ფეინთბოლის შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად, ახალგაზრდებში ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაციას ისახავს.