თელავის სპორტის სასახლე ევროპის თასს უმასპინძლებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 27 და 28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება.

აღნიშნული ტურნირი საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით მეორედ ტარდება, რომელსაც წელს თელავი უმასპინძლებს.

ევროპის თასის ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები, ტურნირში მონაწილე 250-მდე სპორტსმენი წარმოდგენილი იქნება 14 ქვეყნიდან. მათ შორის, საქართველოს ნაკრებიდან 62 ვაჟი და 50 გოგონა იასპარეზებს. მონაწილეობას ასევე მიიღებენ თელაველი ახალგაზრდა სპორტსმენები – ლუკა რაზმაძე, ნინი ჭორმოსიაშვილი, მერაბ სამადაშვილი, ლუკა ქალიაშვილი.