თელავში აქტიურად მიმდინარეობს ბაღების მშენებლობა და არსებული შენობების რეაბილიტაცია

თელავის მუნიციპალიტეტში როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, 2021 წლიდან აქტიურად  მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული შენობების რეაბილიტაცია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია სიხარულით აღნიშნავს, რომ ახალი, თანამედროვე, სკოლამდელი ბავშვებისათვის ადაპრტირებული ბაღების მშენებლობა, გარდა ადგილობრივი ბიუჯეტისა, ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების(PIRDP) მიერ.

მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, თელავში ორი ახლად აშენებული და რეაბილიტირებული ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას: თელავის N1 საბავშვო ბაღი და ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 ბაღი. ორივე მათგანი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტია შექმნილი როგორც აღსაზრდელთათვის, ისე ბაღში დასაქმებული პერსონალისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებითვე მოეწყო ბაღები სოფელ იყალთოსა და ვარდისუბანში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სოფელ კურდღელაურში. დაგეგმილია ბაღების რეაბილიტაცია და აშენება რუისპირში, ნაფარეულსა და ლაფანყურში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, რომ “თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ბაღებში შესაბამისი პირობების შექმნა და მათი ადაპტირებული გარემოთი უზრუნველყოფა, პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ყოველწლიურად  გათვალისწინებულია ბაღების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, არსებული პრობლემების მოგვარება და როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი აღმზრდელებისათვის უსაფრთხოებისა და სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა.მ ყველაფერს მერია, ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან და პარტნიორ, დონორ ორგანიზაციენთან ერთად, კოორდინირებულად ახორციელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შეფასებით, საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურა, ბავშვების განვითარებვისა და სწავლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. განახლებული საწოლი და სათამაშო ოთახები, გასახდებელი, სამზარეულო და სასადილო ოთახები, სველი წერტილები, საწყობი, სამრეცხაო და ადმინისტრაციული ოთახები, მეტ კომფორტს უქმნის ბაღების ბენეფიციარებს, მათ მშობლებსა და პერსონალს. ბუნებრივია, რომ რამოდენიმე ათეული წლის წინ აშენებულ ბაღებში მრავალი პრობლემა არსებობდა, რაც სასწავლო პროცესს ხელს უშლიდა. სასიხარულოა, რომ ახლად რეაბილიტირებულ შენობებში, აღსაზრდელები თანამედროვე და მათზე მორგებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლასა და განვითარებას.

მერიისათვის მეტად მნიშვნელოვანია ის ბაღები, სადაც ამ დრომდე სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდა. აღნიშნულ ბაღების საჭიროებებსა და პრობლემებზე თელავის მერია რეგულარულად ზრუნავს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად”. –  აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.