სოფელ რუისპირში 636 მ გზის მონაკვეთი მოასფალტდა, რასაც ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, 636 მ გზის მონაკვეთი მოასფალტდა. მერიის ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ როგორც თელავში, ისე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივ მონიტორინგს უტარებს და ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებების მოსმენის მიზნით, პირადად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოების მსვლელობას.

დღეს, სოფელ რუისპირში მიმდინარე სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად  თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა მოინახულა.