ლევან ანდრიაშვილმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან ერთად იზეიმა რამდან ბაირამი

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, რამდან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი იმყოფებოდა.

ლევან ანდრიაშვილმა რამდან ბაირამის დღესასწაული ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს პირადად მიულოცა და ეს დღე მათთან ერთად იზეიმა.

“მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და შემიძლია ვიზეიმო რამდან ბაირამის დღესასწაული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებს და აზერბაიჯანელებს განსაკუთრებული ძმობა და სიყვარული გვაკავშირებს. ჩვენ ერთად ვქმნით როგორც ამ ქვეყნის, ისე მუნიციპალიტეტის წარმატებას. გილოცავთ რამადან ბაირამს, ბედნიერება და სიკეთე გქონდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ვისურვებდი, ამ დღეს სიყვარული, ძმობა, მეგობრობა და თანადგომა უფრო გაეძლიერებინოს”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

შეგახსნენებთ, რომ დღესასწაულის ფარგლებში სოფელ ყარაჯალაში სპორტული აქტივობები გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.